შპს „ბიზნეს კონსულტაცია, აღრიცხვა, აუდიტი“ (BCAA) წარმოადგენს მრავალფუნქციურ საკონსულტაციო კომპანიას რომლის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს საქართველოში ოპერირებაში. BCAA დაარსდა 2011 წელს. კომპანიის თანამშრომლებს გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება ფინანსურ სექტორში. არიან სერთიფიცირებული ბუღალტრები. მაღალ დონეზე ფლობენ ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვთ აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება. მათი მაღალი კვალიფიკაცია და კლიენტებისადმი ინდივიდალური მიდგომა განაპირობებს ჩვენი კომპანიის წარმატებას.

ჩვენი კომპანია რეგისტრირებულია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის აუდიტორულ ფირმათა რეესტრში. ასევე, ვართ საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის წევრი ორგანიზაცია. ჩვენი საქმიანობა დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია “ჯი პი აი ჰოლდინგში”. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას მომსახურების ხარისხზე და შედეგზე.

აუდიტორული მომსახურება
საბუღალტრო მომსახურება
იურიდიული მომსახურება
საკონსულტაციო მომსახურება